„აუცილებელია, რისკები შეფასდეს და ამ რისკების მიხედვით გაწერილი სცენარები არსებობდეს, სადაც რეაგირების გეგმა იქნება აღწერილი“

კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის ხელმძღვანელი ვანო გრიგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საფრთხეების მონიტორინგის სისტემა შესუტებულია. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, წინა წლებში საკანონმდებლო ბაზა შეიცვალა ისე, რომ როდესაც ობიექტი შენდებოდა, გარკვეული რეგულაციებიც კი ექსპერტულ დასკვნას არ ითხოვდა.
„ჩვენ ძირითადი პრობლემა გვაქვს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან აქცენტი კეთდებოდა საგანგებო სიტუაციების რეაგირებაზე, შესაბამისად, მონიტორინგის სისტემები, სპეციალისტების მომზადების ინსტიტუტები არ სარგებლობდნენ საჭირო მხარდაჭერით. დაკვირვების სისტემა დიდ რესურსს ითხოვს.
როდესაც ობიექტი შენდებოდა, გარკვეული რეგულაციებიც კი ექსპერტულ დასკვნას არ ითხოვდა. ეს რეგულაციები ახლა ბრუნდება და იმედია, ასეთი დაბალანსებული სისტემა უზრუნველყოფს მოვლენების მაქსიმალურად შერბილებას, რომ ასეთი სავალალო შედეგი არ დადგეს. აუცილებელია შეფასდეს რისკები და შემდეგ – ამ რისკების მიხედვით გაწერილი სცენარები, სადაც რეაგირების გეგმა იქნება აღწერილი. ასეთი გეგმები უნდა არსებობდეს და ამის სწავლება ტარდებოდეს. იცვლება საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს სტრუქტურული ცვლილებები, აღჭურვა და სპეციალისტების მომზადება“,- აღნიშნა ვანო გრიგოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები