„ვერეს“ ხეობის ტერიტორიაზე მოსახლეობა არ უნდა დასახლებულიყო, ამან გამოიწვია ის უარყოფითი შედეგები, რაც დაფიქსირდა“

 

გეომორფოლოგი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი „ვერეს“ ხეობაში მოსახლეობის დასახლებას დაუშვებლად მიიჩნევს, – ამის შესახებ მან პორტალ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა. მისი განცხადებით, „ვერეს“ ხეობაში წყალდიდობა ადრეც მომხდარა, თუმცა ასეთი კატასტროფული შედეგი არ გამოუწვევია, ის სურათი კი, რაც შედეგად მივიღეთ, მისი განმარტებით, ხეობაში მოსახლეობის დასახლების შედეგია. როგორც გეომორფოლოგმა განმარტა, აუცილებელია, სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობით, ყველა ღვარცოფული და მეწყერული უბნების დაფიქსირდეს. „ მოვლენა, რომელიც 13 ივნისს დაფიქსირდა, თავდაპირველა კლდეზვავური წარმონაქმნი იყო. ეს მოვლენა განვითარდა ფერდობზე, რომლის დახრილობაც საკმაოდ დიდია, მოიხსნა საკმაოდ დიდი ტყის მასა, წამოვიდა ფერდობზე და მდინარე ვერე დააგუბა. საკმაოდ დიდი მოცულობის წყლის მასა წარმოიქმნა, რომელიც მდინარემ გაარღვია და ხეობაში დაეშვა. სტიქიისას 13 მეტრის სიმაღლის წყლის მასა დაფიქსირდა. ეს ძალიან დიდი წყლის მასაა… წყალმა დატბორა ის ტერიტორიები, რასაც მდინარე ვერე, სანამ იქ ინფრასტრუქტურა აშენდებოდა, სხვადასხვა წელს ტბორავდა. ეს იყო მდინარის საკუთარი ტერიტორია, ჭალა, რომელსაც ყოველი წყალდიდობისას მდინარე ტბორავდა. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა დასახლება არ უნდა დასახლებულიყო. ამან გამოიწვია ის უარყოფითი შედეგები, რაც დაფიქსირდა, თორემ მდინარე ვერეს წყალდიდობები ადრეც მომხდარა. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. ამ ტერიტორიაზე კვლევების ჩატარება მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობით, ყველა ღვარცოფული და მეწყერული უბნების დაფიქსირება უნდა მოხდეს“,- განაცხადა გიორგი დვალაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები