მამაკაცი, რომელიც ვეფხვმა დაგლიჯა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელიც ალბინოსმა ვეფხვმა დაგლიჯა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ “კვირას” კლინიკის დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით შეიყვანეს. მას პულსი არ აღენიშნებოდა, ფაქტობრივად სამედიცინო ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელი იყო.
ვეფხვმა დღეს ორი ადამიანი დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი მძიმედ არის დაშავებული.