მოსკოვში ქართველი მამაკაცი მანქანით მეექვსე კლასის მოსწავლეს დაეჯახა

რუსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებმა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთში 30 წლის ქართველი დააკავეს, რომელიც მეექვსე კლასის მოსწავლეს ავტომობილით დაეჯახა.
პოლიციის ინფორმაციით, Mitsubishi-ს მარკის ავტომობილის მძღოლი ბავშვს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის რეგულირებად გადასასვლელზე მწვანე შუქზე გადადიოდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გოგონა მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „მოძრაობის წესების და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციიის წესების დარღვევის“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები