სპექტაკლის „იულიუს კეისარი“ საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართება
რუსთაველის თეატრი სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. 17 ივნისს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას სპექტაკლი „იულიუს კეისარი“. სპექტაკლი საქველმოქმედოა და ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში.