მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხა ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 12 ივნისს, საბაჟო- გამშვებ პუნქტზე “ბათუმის აეროპორტი” თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რეისით: სტამბოლი-ბათუმი თურქეთის მოქალაქე ე.დ. ჩამოფრინდა, რომლის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა – 68200 თურქული ლირა და 3179 აშშ დოლარი (სულ 63418,73 ლარი) აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, ანალოგიური შემთხვევა მოხდა 13 ივნისს სგპ “სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზეც. სომხეთის მხრიდან შემოსულ მოლდავეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ს.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა სხეულზე მიმაგრებული არდეკლარირებული თანხა – 15300 აშშ დოლარი (34415,82 ლარი) და 1700000 რუსული რუბლი (63070 ლარი) აღმოუჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13-ე ნაწილის შესაბამისად, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.