ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთი წყალდიდობის დროს ცხოველები კი არა, ადამიანები დავკარგეთ, რაც ყველაზე ძვირფასია

 „ასეთი წყალდიდობის დროს ცხოველები კი არა,  ადამიანები დავკარგეთ, რაც ყველაზე ძვირფასია“,–ამის შესახებ „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ყველასთვის მთავარი საზრუნავი ადამიანია. პრემიერი მიიჩნევს, რომ თუკი ცხოველი არის აგრესიული და საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, სახელმწიფო არის ვალდებული, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს.

„სამწუხაროდ, რამდენიმე ცხოველი დავკარგეთ, მაგრამ ასეთი წყალდიდობის დროს ცხოველები კი არა,  ადამიანები დავკარგეთ, რაც ყველაზე ძვირფასია. კი ბატონო, მე ცხოველიც მიყვარს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საზრუნავი არის ადამიანი“,–აღნიშნა პრემიერმა.  მისი თქმით,  ზოოპარკიდან სტიქიის დროს გაქცეული ცხოველებიდან ყველა ნაპოვნი არაა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ რამდენიმე ცხოველი იყოს დამხრჩვალი.

„ვინაიდან ტალახის მასა საკმაოდ დიდია, ვერ ხერხდება მათი პოვნა, მაგრამ მთელი პოლიცია არის მობილიზებული და ვეძებთ ინტენსიურად. ბევრი ცხოველის გადარჩენა შევძელით და მოვახერხეთ მათი დაბრუნება ზოოპარკში“,–განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები