საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა სხდომაზე აღნიშნა, 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების პატივსაცემად, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება და ამისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულება უკვე მზად არის.

“სამწუხაროდ, გვყავს ჩვენ დაღუპულები და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს საქართველოს მთავრობის სახელით. ძალიან დიდი ტრაგედიაა და მინდა გლოვის დღედ გამოვაცხადოთ. ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები