თბილისში სამართალდამცველებმა 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

 სამართალდამცველებმა თბილისში, აეროპორტის გზის მიმდებარედ, მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. „კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები