გერმანიაში მაღაზიების ძარცვის ფაქტზე ქართველები დააკავეს
გერმანიაში სამართალდამცავებმა ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს. სპეცოპერაცია დასავლეთ გერმანიის ქალაქ კობლენცში ჩატარდა. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა ქართველები შემთხვევის ადგილზე აიყვანეს, როდესაც ისინი მაღაზიებს ძარცვავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
გერმანული მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა დაახლოებით 7000 ევროს ღირებულების თამბაქო მოიპარეს. ამ შემთხვევბის შემდეგ პოლიცია საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გერმანიის შს სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2014 წლის განმავლობაში ქართველების 1067 დანაშაული მოხდა.