ირაკლი ღარიბაშვილი მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს შეხვდა – ფოტოკოლაჟი
თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მიულოცა.
მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ერთი-ერთი სფერო, რომელშიც ქართველი ერი განსაკუთრებით წარმატებულია, ეს ჭადრაკია.
ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობის მნიშვნელობასა და სკოლებში ჭადრაკის სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც სექტემბრიდან იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მიულოცა ნინო ბაციაშვილს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„მინდა, განსაკუთრებული პატივისცემით მოგესალმოთ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება“, – მიმართა პრემიერმა მოჭადრაკეებს.
მოჭადრაკეებმა მთავრობის მეთაურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.