ჩოხატაურში მამაკაცი დაჭრეს

ჩოხატაურში 42 წლის მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს დანით მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები