თინა ხიდაშელი: ფაქტები ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ვარსებობთ, ეს უკვე პრობლემაა რუსეთისთვის

 

მიზანმიმართულად უნდა ვიმოძრაოთ, იმისგან დამოუკიდებლად, როდის, რომელ დღეს, რა ინიციატივით გამოვა ვლადიმერ პუტინი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატოს გენერალურ მდივანთნ შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, შეიძლება კიდევ ბევრი სხვა ამბავი მოიფიქროს რუსეთის პრეზიდენტმა იმისათვის, რომ გააჩინოს და გაზარდოს საფრთხის განცდა და შექმნას გარემო, რომელიც ხელის შემშლელი იქნება ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციისთვის.

“მთავარი, რაც მუდმივად უნდა გვახსოვდეს ამ გზაზე, როგორც კი ამ თემებზე მსჯელობებს დავიწყებთ, არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ 25 წლის განმავლობაში ვართ. არც ნატო და არც ნატოს საწვრთნელი ცენტრი არ არსებობდა საქართველოში და საერთოდ არანაირი ურთიერთობა ნატო-სააქართველოს შორის არ არსებობდა 1990 წელს, როდესაც ცხინვალში დაიწყო ომი. არც 92-91 წლებში, როდესაც აფხაზეთში ომის ცხელი ფაზა მიმდინარეობდა. არც 94 წელს, იმავე აფხაზეთში ომის დროს. ამიტომ თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველომ აირჩია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფორმირების გზა, უკვე არის იმის მიზეზი რუსეთისთვის, რომ იყოს გაღიზიანებული და იყოს მომართული და აწყობილი იმაზე, რომ პრობლემა შეგვიქმნას. ჩვენი არჩევანი ასეთია, ეს არჩევანი არ გადის იმაზე, რა პაკეტს მივიღებთ უელსის სამიტზე, ან ვარშავის სამიტზე. ეს არჩევანი გაცილებით უფრო ფუნდამენტურ საკითხზე გადის. გვინდა ვიყოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს და მომავალს. თავად აკეთებს არჩევანს თავის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, თუ არა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ამ ზაფხულს გაიხსნება ნატოს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, თუ – არა.

მისივე თქმით, ფაქტები ადასტურებს ერთადერთ რამეს – რომ ვარსებობთ, ეს უკვე პრობლემაა რუსეთისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები