შსს-ს თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ აღსაზრდლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს (ვიდეო)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ქობულეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის სოციალურად დაუცველ აღსაზრდლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. აღნიშნული პანსიონი ჩერნოვეცკის ფონდის დაფინანსებით ფუნქციონირებს.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე საგანმანათლებლო ანიმაციური ფილმის – ,,ეს დედამიწაა“ ჩვენებას დაესწრნენ. პანსიონის აღსაზრდელებმა ასევე დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბათუმის სამმართველოში გამოფენილი სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა, რის შემდეგაც სააგენტოს მაშველებმა ბავშვები ზღვაში კატარღით გაასეირნეს და დელფინარიუმში წარმოდგენილ შოუზე დაპატიჟეს. ღონისძიების დასასრულს, სააგენტოს თანამშრომლებმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ტორტით გაუმასპინძლდნენ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა და მათი თანადგომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები