თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 4-6 ივნისს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვევა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
როგორც მან ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, დაგეგმილია თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრები კოლეგასთან იგორ ლუკსიჩთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმში. კერესელიძის ინფორმაციით, ეს არის მონტენეგროში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც საფუძველს დაუდებს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები