თეა წულუკიანი: სააკაშვილი მშვიდად არ არის და ვერც იქნება

სპეცეფექტები და დაჭერები, რომლებსაც ისინი გეგმავდნენ და რეფორმებად ყიდდნენ, ჩავარდა – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის რეფორმები, რომლებიც სპეცეფექტებსა და გახმაურებულ დაკავებებს გულისხმობდა, ჩავარდა, რადგან მისივე თქმით, უკრაინელები მტკიცებულებების გარეშე მათ უკანონოდ დაკავების უფლებას არ მისცემდნენ.
წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიმართ უკრაინელ მოსახლეობაში იმედგაცრუება დიდია, რადგან მათ ხელშესახები რეფორმები ვერ მიიღეს.
“სააკაშვილს ჰგონია, რომ მშვიდად იქნება, მაგრამ ის მშვიდად არ არის და ვერ იქნება, რადგან დიდია უკრაინელ ხალხში იმედგაცრუება. სპეცეფექტები და დაჭერები, რომლებსაც ისინი გეგმავდნენ და რეფორმებად ყიდდნენ, ჩავარდა. ჩავარდა იმიტომ, რომ ვერ იჭერენ ვერავის და ვერავის იმიტომ ვერ იჭერენ, რომ უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს იმას ,რომ ვინმე მტკიცებულებების გარეშე დააკავო და ციხეში ამყოფო. ეს მოხდა ერთხელ თუ ორჯერ, მაგრამ ჩავარდა. აქედან გამომდინარე, ისინი ელიან არა სპეცეფექტებს, არამედ ხელშესახებ საქმეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები