თინა ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება – ამ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, შეხვედრა ორშაბათს, 1 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. რაც შეეხება განსახილველ თემებს, ჯერჯერობით, უცნობია ხიდაშელი და სტოლტენბერგი რა საკითხებზე იმსჯელენენ. თინა ხიდაშელისთვის კი, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, აღნიშნული ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში პირველი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები