„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი დროებით ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ თავად ჭიაბერაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი განცხადებით, ის აღნიშნულ თანამდებობას იქამდე დაიკავებს, ვიდრე პარტიის შიგნით არჩევნები არ ჩატარდება.
“დღეს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა საბჭომ დროებით პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შესრულება დამავალა. პარტიის წესდებით, ახალი აღმასრულებელი მდივნის არჩევამდე მის მოვალეობას სამდივნოს რომელმე წევრი ასრულებს. მადლობას ვეუბნები ჩემს თანამებრძოლებს, რომ ამ საპასუხისმგებლო პეროდში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოსაყვანად უკომპრომისო ბრძოლას ვაწარმოებთ, ჩემდამი ნდობა გამოხატეს”, – წერს ჭიაბერაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ახალ აღმასრულებელ მდივანს პარტიის პოლიტიკური საბჭო 3 კვირაში აირჩევს. ჭიაბერაშვილი ამ არჩევნებში კერნჭისყრას არ აპირებს.
“მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც პარტიას 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შემოუერთდნენ და რომლებიც ჩვენი, პარტიის ძველი და გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერით, საერთო საქმეს წინ წაიყვანენ. ახლა მნიშვნელოვანი არა თანამდებობები, არამედ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა, უკომპრომისო კონსტიტუციუერი ბრძოლით. გჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევაჩერებთ ქვეყნის უკუსვლას, ხალხის გაღატაკებას და საქართველოს ამ კრიზისიდან გამოვიყვანთ”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები