„სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, პროკურატურას სამართლებრივი მოქმედებები არ ეზღუდება“

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ეხმაურება. როგორც დეპუტატი განმარტავს, სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის პირობებში, პროკურატურას სამართლებრივი მოქმედებები არ ეზღუდება. მისივე თქმით,  პროკურატურას არ ეზღუდება სამართლებრივი მოქმედებები არც იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა.
“კონსტიტუციაში მოქალაქეობასთან დაკავშირებით ძალიან ნათლად წერია. ასე, რომ შესაბამისი უწყებები, ვისაც ევალება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ისინი იმოქმედებენ. პროკურატურას არ ეზღუდება სამართლებრივი მოქმედებები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები