დავით საგანელიძე სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას უკრაინის ხელისუფლების დიდ შეცდომად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს არის უკრაინის ხელისუფლების ძალიან სერიოზული შეცდომა, თუმცა მისივე თქმით, ეს არის მათი გადასაწყვეტი იყო.
“ჩემთვის ძალიან ახლობელ და ძვირფას უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით ოდესის მოსახლეობას ვუთანაგრძნობ. ეს არის უკრაინის ხელისუფლების ძალიან სერიოზული შეცდომა, თუმცა ეს არის მათი გადასაწყვეტი და მე მათ საქმეში არ ვერევი. ღმერთმა ქნას, მიხეილ სააკაშვილი იდეოლოგიურად შეცვლილი იყოს და სხვა ადამიანთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მისი სახელის და გვარის პიროვნებაში მე ეს წარმოუდგენლად მეჩვენება. როცა 2003 წელს სააკაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში შემოვარდა, მე მივაყი ამის წინააღმდეგი. მაშინ ბევრი მაკრიტიკებდა, მის გვერდით როგორ არ დგახარო, მაგრამ მე ვამბობდი, რომ ეს არანორმალური ადამიანი ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანდა. ალბათ, გავა წლები და ამაში უკრაინელი ხალხის დარწმუნდება, როგორც ეს ქართველი ხალხის შემთხვევაში მოხდა”, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები