შს მინისტრმა პრემიერთან ერთად რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენები დაათვალიერა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ გამოფენას პირადად ეწვია და შსს-ს საგამოფენო კუთხე დაათვალიერა. შს მინისტრმა ასევე დაათვალიერა სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოწყობილი გამოფენებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. „იმელის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყების სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა წარმოადგინა: საპარტულო პოლიციის ავტომანქანები: „ფორდი“, „მინი კუპერი“, „პიკაპი“, მოტოციკლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „ლენდროვერ დეფენდერი“ და „მგელი“, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სახანძრო ავტომანქანა, სამსახურებრივი, მსუბუქი, ოპერატიული ავტომობილი და თოვლმავალი, დაცვის პოლიციის ინკასაციის ახალი დაჯავშნული „ფორდი“, საავიაციო უშიშროების სამმართველოს ოპერატიული მანქანა, ინკასაციის სამმართველოს „ფორდ-რეინჯერი“, სასაზღვრო პოლიციის კვადროციკლები, კავშირგაბმულობის ავტომანქანა,. წარმოდგენილი იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რადიაციული ექსპერტიზის მოწყობილობები, სრული ეკიპირებით აღჭურვილი მანეკენი და მოძრავი ლაბორატორია, შეიარაღების სამმართველოს კუთვნილი მოკლე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტები, ასევე, მომსახურების სააგენტოს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი „3D“ ბილეთები, ისტორიული ბანერები, სადაც გამოფენილი იყო საქართველოში პირველი ავტომობილის, პირველი ავტოავარიის და პირველი მართვის მოწმობის ფოტოები, მართვის მოწმობის საბეჭდი მანქანა, შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის სარბოლო ავტომობილები და საგამოცდო ავტომანქანა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი „3D“ ბილეთებით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა გაევლოთ, ასევე სურვილისამებრ, სასაჩუქრედ უზადებდნენ სიმბოლურ მართვის მოწმობებს.
გარდა ამისა, შსს-ს აკადემიამ წარმოადგინა ე.წ. ვირტუალური ტირი, სადაც მსურველებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სცენარით, რამდენიმე წუთით, ინსტრუქტორის დახმარებით პოლიციელის როლი მოერგოთ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11              1526202_1832470140310516_8935910239459616586_n

13288_1832469023643961_358214410299824292_n 20421_1832468803643983_6911509079532698409_n 1546430_1832468920310638_8072782097914326712_n 1795562_1832469236977273_6912089927992092769_n 10421465_1832469283643935_5472997364777297659_n 10421507_1832469136977283_6495320935872681237_n 10584041_1832469886977208_984288676868126486_n 11017559_1832468946977302_8850995225817570872_n 11020803_1832468736977323_7401495376619761312_n 11050690_1832469146977282_4531485333330410863_n 11058644_1832469870310543_7372766208647777512_n 11060038_1832470066977190_8591935730481786677_n 11109005_1832468810310649_936689727600220659_n 11111136_1832469116977285_6391847081019042106_n 11113633_1832469303643933_7937917368793160094_n 11204942_1832468830310647_2913971855250394276_n 11212765_1832468890310641_7174801405874937179_n 11257169_1832469446977252_7893446338810898278_n 11295725_1832469220310608_2571922696154348849_n 11350778_1832469926977204_1379367099163826350_n 11351125_1832469500310580_8838137153878891521_n 11351421_1832469036977293_2070383557687147427_n 11377093_1832468906977306_3006164354151744224_n 11377281_1832469046977292_7407817140532156984_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები