მძღოლი, რომელმაც სენაკში დედა-შვილი იმსხვერპლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

სენაკში, ცენტრალურ მაგისტრალზე, დღეს დილით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. ხოლო სასწრაფო – სამედიცინო ბრიგადამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა. „კვირას“ ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი მძღოლი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ სენაკში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედას და მის ორ მცირეწლოვან შვილს დაეჯახა, სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მძღოლის მდგომარეობას, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები