თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევისას მანქანა ამობრუნდა – არიან დაშავებულები

ბილისში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორხევის ხიდთან ერთი მანქანა ამოტრიალდა, ორი ადამიანი – კი მსუბუქად დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნული შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები