პარლამენტის თავმჯდომარე 19-20 მაისს მალტას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, 19-20 მაისს, მალტას ეწვევა. ვიზიტის პირველ დღეს დავით უსუფაშვილი შეხვედრებს მალტას პრეზიდენტთან, მარი-ლუიზ კოლეირო პრეკასთან, მალტას პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლუჩიანო ბუსუტილთან და კომიტეტის წევრებთან გამართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა მალტას პარლამენტის წარმომადგენლობით პალატის თავმჯდომარესთან, ანჯელო ფარუჯასთან, რის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი, შეხვედრებს მალტას ენერგეტიკისა და ჯანმრთელობის მინისტრთან, კონრად მიზისთან, ტურიზმის მინისტრთან, ედუარდ ზამიტ ლუისთან გამართავს. თავისუფალ დროს, დავით უსუფაშვილი და დელეგაციის წევრები მალტას კულტურულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში დავით უსუფაშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე შედიან, მალტაში ვიზიტს 21 მაისს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები