ჰაინც ფიშერი: ვვარაუდობ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას დაუახლოვდება

ვვარაუდობ და ასე ვაფასებ ამ სადისკუსიო პროცესს, რომ საქართველო დაუახლოვდება ვიზალიბერალიზაციას – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰანც ფიშერის აზრით, საქართველო რიგის სამიტისგან ვიზალიბერალიზაციასთან დაახლოებას უნდა ელოდოს, თუმცა გადაწყვეტილება, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერაც მისაღებია.

“ჩვენ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ვიცით, რომ გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი ჩატარდა, რომ განიხილება ეს საკითხი. მე ვვარაუდობ და ასე ვაფასებ ამ სადისკუსიო პროცესს, რომ საქართველო დაუახლოვდება ვიზალიბერალიზაციას, მაგალითად ცალკეული საკითხების გადახედვის, შემოწმების შემდეგ დაითქმება კონკრეტული ვადა, როდიდან ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ დღეს აქ მდგომმა განვაცხადო წინმსწრებად გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ არის მიღებული. მეორე საკითხია, ავსტრიიის მთავრობისა და მათ შორის ფედერალური პრეზიდენტის მოსაზრება, რომ საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ გადადგა ნაბიჯები სწორი მიმართულებით და მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება სამართლიანად გაფორმდა. ავსტრიაც უახლოეს თვეებში – ზაფხულში მოახდენს აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაციას და შეუერთდება იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს”, – განაცხადა ჰანც ფიშერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები