„ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკის გადაჭრის შემდეგ რუსეთს ეყოლება ძალიან საინტერესო პარტნიორი“

საქართველოსთან ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკის გადაჭრის შემდეგ რუსეთს ეყოლება ძალიან საინტერესო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პირდაპირ ინტერესში უნდა იყოს საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროპაში, რადგან სტაბილური და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, უფრო მეტი ევროპული ინვესტიციით, რუსეთისთვის ბევრად საინტერესო იქნება.

“ვფიქრობ, რუსეთის პირდაპირ ინტერესში უნდა იყოს საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროპაში. უფრო სტაბილური, ეკონომიკურად გამართული საქართველო, უფრო მეტი ევროპული ინვესტიციით ბევრად უფრო საინტერესო იქნება რუსეთისთვის, ვიდრე საქართველო, რომელსაც შესაძლოა ეკონომიკური პრობლემები ჰქონდეს და შესაძლებელია არ იყოს სტაბილური პარტნიორი. ჩემი აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ძლიერი საქართველო არის ძლიერი მეზობელი და საქართველოსთან ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკის გადაჭრის შემდეგ რუსეთს ეყოლება ძალიან საინტერესო პარტნიორი, რომელიც გამომდინარე ჩვენი ქვეყნის პოტენციალიდან, მის მომავალს ბევრს შემატებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები