მამუკა არეშიძე: როგორი „საუკეთესო ბანკირიც“ ქადაგიძეა, ლარის კურსს ეტყობა

„ნათლად ვხედავ, რომ ლარის პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი“, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
არეშიძეს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ვიღაც-ვიღაცებთან“ ანგარიშვალდებულია.
როგორც ექსპერტი ინტერვიუში აღნიშნავს, გიორგი ქადაგიძეს ორი წლის წინსმწრებად ქვეყნის საგარეო ვალი – 400 მილიონი დოლარი არ უნდა გადაეხადა, მით უფრო, როცა ქვეყანას ეკონომიურად უჭირს. მამუკა არეშიძე, არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, მან ვალის გადახდით მომავალში საერთაშორიოსო ორგანიზაციაში სამსახური უკვე გარანტირებული აქვს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ორი წლის წინსწრებით დაფარა ერთ-ერთი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის 400 მილიონდოლარიანი დავალიანება! კი, ბატონო, ვალები უნდა გადაიხადოს ქვეყანამ, მაგრამ ორი წლის წინსწრებით?! მე ეს ინფორმაცია ექსპერტებთან გადავამოწმე, ბანკირებთან, რომლებმაც ასეთი რამ მითხრეს, ქადაგიძემ ამ წინმსწრები გადახდით ადგილი იყიდა სამომავლო სამსახურში! ანუ როდესაც გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, ის რომელიმე საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქადაგიძე ვიღაც-ვიღაცებთან არის გარიგებული და ამიტომაც ანიჭებენ ასე ხშირ-ხშირად საუკეთესი ბანკის“ დიპლომებს! როგორი „საუკეთესო ბანკირიც“ ქადაგიძეა, ლარის კურსს ეტყობა“, – აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები