მძღოლები, რომლებიც სასწრაფოს მანქანას გზას არ დაუთმობენ, დაჯარიმდებიან

მძღოლები, რომლებიც სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანას გზას არ დაუთმობენ, დაჯარიმდებიან. ჯარიმის საფასური კი 30 ლარს შეადგენს. სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ თუ მსგავსი შემთხვევები მომავალში დაფიქსირდება, სასწრაფო დახმარება ვიდეოჩანაწერს, რომელსაც მათ მანქანებში დაყენებული კამერებით იღებენ, საპატრულო პოლიციას მიაწვდის, ისინი კი შესაბამისად იმოქმედებენ. როგორც სასწრაფო – სამედიცონო დახმარების დირექტორი თემურ ბარკალაია აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებას ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ფაქტები იწვევს. მისივე თქმით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ცენტრში ახალი სამედიცინო-გეოგრაფიული რუკა იქმნება, რისი აუცილებლობაც ბოლო წლებში თბილისის ტერიტორიის გაზრდამ განაპირობა. „თბილისის ტერიტორია არის საკმაოდ გაზრდილი. ფილიალების განლაგება კი 10 წელია არ გადახედილა. ახალი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ კვლევას იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ რამდენად სწორად არის ფილიალები განლაგებული. ახალი რუკა შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო სწრაფად მივიდეთ ადგილზე“,- აცხადებს თემურ ბარკალაია. წყარო: „კომერსანტი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები