პანკისიდან არასრულწლოვანი გოგოები სირიაში დაქორწინების მიზნით გაჰყავთ

პანკისიდან არასრულწლოვანი გოგოები სირიაში დაქორწინების მიზნით გაჰყავთ. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. პანკისის ხეობიდან მოზარდი გოგონების გაყვანის ფაქტს გამოცემასთნ საუბარში თარხან ბათირაშვილის მეგობარი ადასტურებს. ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან, კერძოდ სოფელ ჯოყოლოდან, არასრულწლოვანი გოგონა სირიაში გაიყვანეს. “ჩემი ინფორმაციით, ის მისმა სადედამთილომ და ნათესავებმა წაიყვანეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საპატარძლოები პანკისიდან სირიაში მიჰყავთ. უნდა ითქვას, რომ მათი საქმროებიც, ასევე, პანკისელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც სირიაში იბრძვიან”, – ამბობს ბურჭულაძე.
თარხან ბათირიშვილი სირიაში მებრძოლი ტერორისტია, რომელსაც ვაშინგტონი ეძებს. ბათირაშვილის (აბუ ომარ ალ შიშანს) ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციაში შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი ჯილდო უკვე დააწესა „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სირიაში მებრძოლ ქართველ ტერორისტს თარხან ბათირაშვილს რამდენიმე ხნის უკან ვაჟი შეეძინა. ბათირაშვილის ოჯახის ახლობელი ნინო ბურჭულაძე გამოცემასთან მის პირად ცხოვრებაზეც ჰყვება. „თარხან ბათირაშვილს პირველი მეუღლისგან ქალიშვილი ჰყავს. 2012 წელს მან ცოლად მოიყვანა თავისივე თარჯიმნის, ჰამზათ ბორჩაშვილის მეუღლე სედა, რომელიც, სხვათა შორის, ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის საემიგრაციო სამსახურის უფროსის შვილია. როდესაც რამზან კადიროვმა გაიგო, რომ მისი ერთ-ერთი ჩინოვნიკის გოგო ვაჰაბისტს გაჰყვა ცოლად და თან სირიაში, გაგულისებულმა ბერდუკაევი თანამდებობიდან გაუშვა.
მეტიც, დაავალა, სასწრაფოდ მოეძებნათ გოგო და სახლში დაებრუნებინათ. გროზნოში ბიჭის ნათესავებს მიაკვლიეს და აიძულეს, სირიაში ვინმე გაეშვათ, რომ გოგო დაებრუნებინათ, თუმცა სირიაში ჩასულებს სედამ განუცხადათ, რომ ის სახლში დაბრუნებას არ აპირებდა. შემდეგ, კადიროვის ბრძანებით, პანკისის ხეობაში მიაკვლიეს ჰამზათ ბორჩაშვილის დედას – ლეილა აჭიშვილს. რამდენადაც ვიცი, ლეილამ დიდი ხნის განმავლობაში არც იცოდა, რომ მისი ვაჟი სირიაში ომობდა. ჰამზათი ევროპაში ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. სწორედ ლეილა ჩავიდა სირიაში შვილთან და დაბრუნება სთხოვა ყოფილ რძალს, თუმცა მანაც უარი მიიღო“, – ამბობს ბურჭულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები