თბილისის სხვადასხვა უბანში დაზიანებული და ძირგავარდნილი ნაგვის ურნები მომრავლდა

გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაბინძურებისთის გაზრდილი ჯარიმების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური და შემაშფოთებელია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დაზიანებული, მათ შორის ძირგავარდნილი ნაგვის ურნების პრობლემა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ რამდენიმე ხნის წინ 1000 ახალი ნაგვის ურნა შეიძინა, დედაქალაქში სხვადასხვა დაზიანებულ, მათ შორის ძირგავარდნილ ურნებს დღესაც ვხვდებით.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, გამოცემას ინფორმაცია მოქალაქეებმა მიაწოდეს, რომ წერეთლის გამზირზე დღესაც უამრავი დაზიანებული ურნაა და სახელმწიფომ მათ არსებობაზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოახდინოს.
„სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაუწიოს იმას, რომ თუ დაზიანებისგან დაცვა ვერ ხდება, დაზიანებული ურნები შეაკეთონ ან შეცვალონ მაინც“,- განაცხადეს მოქალაქეებმა გამოცემასთან საუბრისას.
გამოცემის ინფორმაციით, თბილისის მერიაში კითხვას, რეაგირება როგორ ან ვის მიმართ ხორციელდება, როდესაც ძირგავარდნილ ურნაში ადამიანი ნაგავს აგდებს და უნებლიეთ გარემოს აბინძურებს, აცხადებენ, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებულ კონტეინერებს ეტაპობრივად ცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები