კახა კალაძე: თუ ჩემს პოსტს ნოდარ ჯავახიშვილი დაიკავებს, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ

„ჩემი პოსტი ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავოს, პირველად მესმის, თუმცა, თუკი ასეთი რამ მოხდება, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც კალაძე გამოცემასთან აღნიშნავს, გუნდში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, თუმცა, თუ რამდენიმე მინისტრი კიდევ შეიცვლება, კალაძისთვის პრობლემას არც ეს წარმოადგენს. კალაძის განცხადებით, ასეთი ცვლილებები აბსოლუტურად ნორმალური პოლიტიკური პროცესია.
„იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ჩემი პოსტი ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავოს, პირველად მესმის, თუმცა, თუკი ასეთი რამ მოხდება, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ცვლილებებთან დაკავშირებთ გუნდში საუბარი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ თუკი რაიმე ცვლილებები განხორციელდება და რამდენიმე მინისტრი შეიცვლება, პრობლემას ვერც ამაში ვხედავ, რადგან ეს პოლიტიკის თანამდევი პროცესია და აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეცვლაზე არაოფიციალურად, აქტიურად საუბრობენ. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეცვლით, ლარის პრობლემა არ მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები