შუახევში, მდინარეში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

აჭარაში, შუახევში უბედური შემთხვევა მოხდა. მაშველებმა მდინარე “ჩიხურისწყალში” 2 ახალგაზდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. „კვირას“ ინფორმაციით, 22 წლის გელა ცეცხლაძე და 24 წლის გოჩა ფუტკარაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ გადაწყვიტეს, მდინარე ფეხით გადაელახათ რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, უწყებაში ინფორმაცია 112-ში 23.30 წუთზე შევიდა. შემთხვევა შუახევის რაიონის სოფელ შუბანში მოხდა.
შსს-ს ცნობით საქმე აღძრულია 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცხედრები მდინარე ჩიხურის წყალში დღეს დილით დაახლოებით 7 საათზე აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები