საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, შარშანდელთან შედარებით, 13 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აპრილში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესსსამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 689 მლნ. აშშ დოლარი იყო (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი – 2326 მლნ. აშშ დოლარი (8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები