„იბიარდის“ ღონისძიებაში ხელისუფლების წვლილი არ არის, ის 3,5 წლის წინ დაიგეგმა“

„იბიარდის“ ღონისძიების დაგეგმავაში ხელისუფლების არანაირი წვლილი არ არის, ეს ღონისძიება ჯერ კიდევ 3,5 წლის წინ დაიგეგმა“,- აღნიშნული განცხადება „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ბარამიძის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიაში ტარდება.
„იბიარდს“ ამოფარებული დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ხალხისგან ინდულგენცია მიიღოს. ეს არის გეგმური ღონისძიება, 3,5 წლის წინ დაიგეგმა, რომ ეს ღონისძიება სამხრეთ კავკასიაში უნდა ჩატარებულიყო. ისინი სანამ საქართველოში ჩამოვიდოდნენ, ბაქოში იყვნენ, 15 მაისს ერევანში მიბრძანდებიან, 41 მილიონი გამოუყვეს ყაზახეთს… ეს დაგეგმილი ღონისძიებებია და ამაში ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არ არის. „იბიარდის“ ფორუმი კარგია, მაგრამ მათი ჩამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ უცბად ასე საქართველოში ინვესტიციები შემოვა, ესაა ზღაპრები“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „იბიარდის“ 4-დღიანი ბიზნესფორუმი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები