NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს

NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს. მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%, კარგად – 32%, საშუალოდ – 14%, ხოლო ცუდად – 1% და ძალიან ცუდად ასევე – 1%.
რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს საქართველოს ჯარი. ქართული ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 7%, კარგად – 43%, საშუალოდ 36%, ცუდად – 3%.
რეიტინგის სამეულში პირველად მოხვდა იუსტიციის სახლები, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 6%, კარგად – 31%, საშუალოდ 40%, ცუდად – 5%. მეოთხე ადგილზეა საქართველოს პოლიცია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, კარგად – 32%, საშუალოდ – 45%, ცუდად – 10%, ძალიან ცუდად – 1%.
შემდეგ რეიტინგებში მოდიან სახალხო დამცველის აპარატი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლოები, მთავარი პროკურატურა. რეიტინგის ბოლო ადგილს საქართველოს პარლამენტი იკავებს. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად – 9%, საშუალოდ – 52%, ცუდად – 19%, ძალიან ცუდად – 3%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები