NDI-ს გამოკითხვით, ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა შეფასდა

NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა სამინისტროებს შორის ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. აღნიშნული უწყების საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 10%, კარგად – 33%, საშუალოდ 36%, ცუდად – 7%, ძალიან ცუდად კი – 2%.
მეორე ადგილზეა იუსტიციის სამინისტრო, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს 26%, საშუალოდ – 45%, ცუდად – 9%, ხოლო ძალიან ცუდად – 2%.
რეიტინგში შემდეგი განათლების სამინისტროა, სანიკიძის უწყების საქმიანობას – ძალიან კარგად – 2%, კარგად – 19%, საშუალოდ – 46%, ცუდად – 11%, ძალიან ცუდად – 2% -აფასებს. თავდაცვის სამინისტრო – ძალიან კარგად – 2%, კარგად – 12%, საშუალოდ – 45%, ცუდად – 10%, ძალიან ცუდად – 1%. სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ძალიან კარგად – 2%, კარგად – 14%, საშუალოდ – 48%, ცუდად – 13%, ძალიან ცუდად – 2%. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – ძალიან კარგად – 1%, კარგად – 7%, საშუალოდ – 41%, ცუდად – 10%, ძალიან ცუდად – 2%.
შს სამინისტრო – ძალიან კარგად – 1%, კარგად – 10%, საშუალოდ – 45%, ცუდად – 14%, ძალიან ცუდად – 2%. საგარეო საქმეთა სამინისტრო – ძალიან კარგად – 1%, კარგად – 8%, საშუალოდ – 47%, ცუდად – 13%, ძალიან ცუდად – 2%.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – ძალიან კარგად – 1%, კარგად – 7%, საშუალოდ – 43%, ცუდად – 13%, ძალიან ცუდად – 2%. დევნილთა და გასახლების სამინისტრო, – ძალიან კარგად – 1%, კარგად – 9%, საშუალოდ – 43%, ცუდად – 18%, ძალიან ცუდად – 3%. ეკონომიკის სამინისტრო. ძალიან კარგად – 1%, კარგად – 9%, საშუალოდ – 43%, ცუდად – 19%, ძალიან ცუდად – 3%.
ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ფინანსთა სამინისტროს, რომლის საქმიანობას კარგად აფასებს მხოლოდ 6%, საშუალოდ – 37%, – ცუდად – 29%, ძალიან ცუდად – 9%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები