NDI-ის კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” 24%-იანი რეიტინგი აქვს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 16%

NDI-ის კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” 24%-იანი რეიტინგი აქვს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 16%. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კატეგორია “არ ვიცი” აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია “ქართული ოცნება 24%-ით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 16%. კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა “თავისუფალ დემოკრატებს”, 4% – “პატრიორტთა ალიანსს”, 3% – კი “ლეიბორისტულ პარტიას”. რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს – ის მოდის კატეგორიაზე “სხვა”.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები