ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენელს საქართველოში ჯორჯია კუციანას შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო, საკანალიზაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტების მიმდინარეობაზე გაამახვილეს. ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები