ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბინაში ამ დროს ბაბუა და შვილიშვილი – 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ასევე სამედიცინო დახმარების ბრიგადა. “კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხანშიშესული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები