შსს-ს წარმომადგენლებმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გარდაბანში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, გარდაბნის ზ.დევდარიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მე-10 კლასელებთან შეხვედრა ჩატარდა. შს სამინისტროს ცნობით, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრნენ და მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით შექმნილი ვიდეორგოლი უჩვენეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრის მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და კანონით გათვალისწინებული, მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ განხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები