ეკა ბესელია: საქართველო არ გაჩერებულა, ის “ნაციონალების” შოკიდან დღეს გამოდის

საქართველო არ გაჩერებულა, ქვეყანა რომელიც წინა ხელსუფლებამ გააჩერა, დღეს გამოდის შოკიდან, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ გააკეთა.
ბესელია, მოსახლეობის გაღატაკებაში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებას ქვეყანა სააკაშვილის გუნდის მიერ ჩაგდებული შოკიდან გამოჰყავას.
მისივე თქმით, სამეგრელო “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმს არ “მისტირის”, როგორც ამის წარმოჩენა თავად უმცირესობას სურს.
“ეს არის ისეთი ტყუილი და ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც არ აპატიებს ამ კუთხის მოსახლეობა”, – ამბობს ეკა ბესელია.
ამასთან, მისივე განმარტებით, “საქართველო არ გაჩერებულა, ქვეყანა რომელიც წინა ხელსუფლებამ გააჩერა, დღეს გამოდის შოკიდან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები