ეკა ბესელია: როგორც მოქალაქე გული მტკივა

 

„ბიძინა ივანიშვილმა მილიარდ ნახევარზე მეტი ამ ქვეყანას მოახმარა და კიდევ ბერს გაუკეთებს თავის ხალხს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2„-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

პარლამენტის წევრმა გადაცემის წამყვანს კითხვით მიმართა: „იცი რისი განცდა მაქვს“?

„როდესაც მაოხრებლებივით შემოესივნენ ქვეყანას და ის, რაც კეთდებოდა, მხოლოდ ერთი ადამიანის ახირებით კეთდებოდა. 2 პარლამენტი, 2 სასახლე, ფეშენებელური ადგილები, ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებებით კეთდებოდა და ის ერთი ადამიანი იყო სააკაშვილი. მისი ახირებით ცხოვრობდნენ გაბაშვილები და ყველანი, ამას ეწირებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი, ქვეყნის ეკონომიკაც და ყველაფერი. ბიზნესმენები იყვნენ დაწიოკებულები, დღეს ამდენი ადამიანი რომ ითხოვს დაუბრუნდეს კერძო საკუთრება, საიდან მოვიდა ეს ხალხი? სად იყვნენ ამდენი დაზარალებული ადამიანები, თუ არა იმ პერიოდში. შოკიდან გამოსული ქვეყანა, დღეს ფეხს იდგამს. ეს პროექტები რაც დაიწყო, 2 წლის განმავლობაში, ეს არის ის, რაც ჩვენ ხვალ და ზეგ შედეგს მოგვიტანს. ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალურ შეტევებს, რომ ვისმენთ მუდმივად თქვენს ეთერში, როგორი განცდა მაქვს იცით, ადამიანი როდესაც ტალახს გესვრის, პირველ რიგში მას ხელები ესვრება ტალახით და იმას არ ხვდება, ვისაც ესვრიან. ბიძინა ივანიშვილმა მილიარდ ნახევარზე ნახევარზე მეტი ამ ქვეყანას მოახმარა და კიდევ ბევრს გაუკეთებს თავის ხალხს. უმადურობა, უსინდისობა და ასეთი საუბარი როცა მესმის, როგორც მოქალაქე გული მტკივა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ გადაცემაში „არჩევანში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები