გიორგი კვირიკაშვილი: ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი ალბათ დღეს არ არსებობს

 საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი ალბათ დღეს არ არსებობს. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. “ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი ალბათ დღეს არ არსებობს. გარღვევა, რომელიც იყო იმპორტსა და ექსპორტს შორის, ფაქტობრივად ნულზე არის დასული. ტურიზმის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენცია გვაქვს. მთავრობის დამტკიცებასთან ერთად სავიზო-ლიბერალიზაციის კუთხით ყველა ნაბიჯი გადაიდგა. კანონი უკვე მიღებულია. უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე ასევე იქნება განხილული პაკეტი, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად შევამსუბუქოთ ტურისტების შემოსვლის პროცედურები. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვან რყევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ეს პროგნოზი არის ნაზავი ფუნდამენტური მონაცემებისა და ემოციების. რაც უფრო დამშვიდებული იქნება ბაზარი, მით უფრო ნაკლები იქნება ემოციური კომპონენტი და ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალში დიდწილად ლარის კურსი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები