ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით ჩინეთში მიემგზავრება

სექტემბერში ვგეგმავთ მაღალი დონის ვიზიტს ჩინეთში, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 11 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების თანამედროვე სპეცტექნიკის გადაცემის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. „ჩინეთის მხრიდან ეს არის დახმარება და საჩუქარი ქართველი ხალხისადმი–253 ერთეული სხვადასხვა ტექნიკა, ჯამში 11 მილიონ დოლარამდე ღირებულების, სრულიად უფასოდ. ამას გამოიყენებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში, რათა კიდევ უფრო ინტენსიურად და ეფექტიანად წავიდეს სამუშაოები,“ – განმარტა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები