გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ამ მოკლე პერიოდში ველოდებით საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიური, ასევე პოლიტიკური მიმართულებებით. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ თბილისში გამართული ბიზნეს-ფორუმის შემდეგ საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციებს ელოდება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. „ჩვენ ამ მოკლე პერიოდში ველოდებით საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, როგორც აქამდე, როგორც ინსტიტუტი, რომელმაც ამ წლების განმავლობაში 2 მილიარდ 600 მილიონი ევრო უკვე ჩადო საქართველოში, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ის არის ევროპოს მოწინავე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ყველაზე კარგი გაგებით აგრესიული საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ამ ბაზარზე რჩება როგორც აქტიური მოთამაშე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ბიზნეს-ფორუმზე 60 – ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ჩამოვიდა, 4200 – ზე მეტი სტუმარი და 1000 – მდე ბიზნესდელეგატია. კვირიკაშვილის განცხადებით, EBRD-ს ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიური მნიშვნელობითაც. მისივე თქმით, ღონისძიება საშუალებას გვაძლევს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი იქნეს წარმოჩენილი, ყველაზე საუკეთესო კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები