საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ქობულეთში დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები რუსთავში ჩავიდნენ და ქობულეთში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, დეპუტატები ნუგზარ მალაღურაძე, ქეთევან ჯოხაძე, იოსებ მანჯავიძე, ბექა ნაცვლიშვილი და დავით უთმელიძე რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც ბავშვების ცხედრებია დასვენებული.

„საქართველო უდიდესი ტრაგედიის მომსწრეა. ეს არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახების უბედურებაა, არამედ ერის ტრაგედიაა. სიტყვები არ მყოფნის მწუხარების გამოსათქმელად. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მთელს საქართველოს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ რუსთავში. ხანძარი ქობულეთში, სასტუმროში „არმაზში“გამთენიისას გაჩნდა, სადაც რუსთავიდან ჩასული ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. ტრაგედიის შედეგად სამი არასრულწლოვანი დაიღუპა. ბავშვების ცხედრები რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარშია დასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები