“მერაბიშვილ – უგულავას ყველაზე მძიმე სასჯელი დაცვის გარეშე თავისუფლება იქნება“

კოდორის ჩაბარების ამბავი ყველას აინტერესებს, მაგრამ მისი შესწავლა არ მოხდება. ამ თემას ტაბუ ადევს და დაბლოკილია – აღნიშნული განცხადება კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ჩადენილი დანაშაულების გამო პასუხი უნდა აგონ.
“კოდორის ჩაბარების ამბავი ყველას აინტერესებს, მაგრამ მისი შესწავლა არ მოხდება. ამ თემას ტაბუ ადევს და დაბლოკილია. კოდორის ჩაბარების უკან ე.წ. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დგანან და რაში აწყობთ სიმართლის გარკვევა, ამიტომ ამ საქმის შესწავლას სწორედ ეგენი ბლოკავენ. ყოფილი ხელისუფლება კი იმიტომ არ გრძნობს თავს დამნაშავედ, რომ ისინი სხვა ქვეყნების მითითებებით მოქმედებდნენ. ჩემი ნება რომ იყოს, სააკაშვილსაც დავაბრუნებდი და გიგი უგულავას ვანო მერაბიშვილთან ერთად ციხიდან გამოვუშვებდი. იქ არც სხვა ,,ნაციონალებს“ დავტოვებდი. ამ ხალხს სააკაშვილთან ერთად თავისუფლად გავუშვებდი საქართველოს ტერიტორიაზე, ოღონდ ქვეყნის დატოვების და დაცვის ყოლის უფლებას არ მივცემდი. მერე ვნახავდით, როგორ მოახერხებდნენ ისინი აქ ცხოვრებას. მერწმუნეთ, ეს მათთვის მძიმე სასჯელი იქნება “,- აღნიშნავს კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები