„ასავალ-დასავალი“: „რუსთავი 2“-ის აფერა გაშიფრულია – რა ქონებას ფლობს კლარა ჭანტურია, რომელიც „არჩევანში“ საკუთარ სიდუხჭირეზე საუბრობდა

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 5 მაისის გადაცემას „არჩევანს“ ეხმაურება. როგორც სტატიაშია აღნიშნული, რესპონდენტები, რომლებიც ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა სხვადასხვა რეგიონებიდან პირდაპირ ეთერში ჩართეს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავიან სიდუხჭირესა და ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე საუბრობდნენ, „თავისუფალი ზონისა“ და ანი ნადარეიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან.
გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას რესპონდენტებს შორის ყველაზე აგრესიული და ემოციური გამოსვლით გამოირჩეულ ზუგდიდელ რესპონდენტზე ამახვილებს.
„კლარა ჭანტურია, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით საკუთარ გაჭირვებაზე საუბრობდა, სინამდვილეში ზუგდიდში ცნობილი მევახშეა და ნახევარი ქალაქი მის პროცენტიან ვალებში იხრჩობა“, – წერს გამოცემა და ამავე სტატიაში კლარა ჭანტურიას უძრავი ქონების სიას აქვეყნებს.
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ თითქმის ყველა იმ რესპონდენტის პოლიტიკური წარსულის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლებიც გადაცემა „არჩევანში“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საკუთარ გაუსაძლის ყოფაზე საუბრობდნენ.

11210237_948114658544361_2065302389_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები