“ორხეველი მანიაკი” – ქართველი კანიბალის შემზარავი ისტორია

“ვიცოდი, რომ მანიაკური თვისებები ჰქონდა. მართალია, მარჯვენა ხელზე თითები არა აქვს, მაგრამ ჩემი თვალით მინახავს, სწორედ იმ ხელით დანას როგორ ხმარობდა…”
ამბავი არც აფრიკის ტომში მომხდარა­ და არც ლენინგრადის ბლოკადის ისტორი­ის ნაწილია, სადაც კანიბალიზმის არაერთი ფაქტი გამოვლენილა. შემთხვევა საქა­რთ­ველოს რეალობაა და თავისი შინა­არსით – უპრეცედენტოც. 43 წლის მიხეილ აზალაძეს სამართალდამცველებმა თავად შეარქვეს ორხეველი მანიაკი და სასამართლომ მისი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი ვერდიქ­ტიც – სამუდამო პატიმრობა გამოიტანა.
გორელ ვაშლის გამყიდველს ბრალად არაერთი სასტიკი მკვლელობა, ცხედრების დანაწევრება და ქალების გაუპატიურება ედებოდა. პირველი მკვლელობა აზალაძეს ფიზიკური ნაკლის გამო ვერ დაუმტკიცდა­ (მას მარჯვენა ხელზე თითები არ ჰქონდა. ქარხანაში მუშაობისას დაზგაში ხელი ჩაჰყოლია) და როცა სასამართლოს წინაშე წარდგა, მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.
მიხეილ აზალაძემ 2004 წლის მარტში სოციალური მუშაკი გია ბრიტულიჩი გამო­ასალმა სიცოცხლეს. ბრიტულიჩის ცხედარი მკვლელის სახლში, თბილისში, ჩანტლაძის #1-ში (ორხევის დასახლება) აღმოაჩინეს­. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლს ჯერ არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. გვამს თავდ­აპირველად სახლში ინახავდა და ჩადენილი მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად აცნობა მას შემდეგ, რაც გვამის სუნმა შეაწუხა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს – აზალაძე მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, მარჯვენა­ ხელზე თითები არა აქვსო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამა­რთლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.
ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ­ ნავთლუღის ბაზარში ვაშლით ვაჭრობა დაიწყო. პოლიციის ცნობით, 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის მეგობრის შვილს, 27 წლის ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა, შინ მიიპატ­იჟა და არყით გაუმასპინძლდა. შემდგომში,­ საქმის მასალებით გაირკვა, რომ მათ შორის წარსულში არსებობდა­ კონფლიქტი, რომელიც იმ შეხვედრის დროს გაიხსენეს… აზალაძემ მეცხვარიშვი­ლი სასტიკი წამებით მოკლა. დანაშაულ­ის დაფარვის მიზნით, თავი და მკლავები მოაჭრა, სხეულის ნაწილები ე.წ. დუბაის პარკში ჩადო და კორპუსთან ახლოს, ნაგვ­ის ურნაში ჩაყარა,­ ტანი კი დილაადრიანად ეზოში ჩაიტანა, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. შინ დაბრუნებულმა იქაურობა მოაწესრიგა­ და მშვიდად დაიძინა.
მოკლულის სხეულ­ის ნაწილები ისანი-სამგორის რაიონის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის გადასაზიდი მანქანის დაცლის დროს ნახეს.
სამართალდამცველებმა აზალაძე დააკავეს…
პოლიციელებს მის სამზარეულოში შემზარავი სურათი დახვდათ: ტაფაზე მსხვერპლის ფეხიდან ანათალი ხორცის ნაჭრები ეწყო (ექსპერტიზით დადგინდა, ადამიანის ხორცი იყო). 43 წლის ინვალიდი მამაკაცი სასამართლომ 109-ე მუხლით გაასამართლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
საქმის მასალებიდან გაირკვა, რომ აზალაძემ და მეცხვარიშვილმა ერთმანეთი­ გეგუთის­ კოლონიაში გაიცნეს, სადაც ერთად­ იხდიდნენ სასჯელს. მათ ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც ჰქონდათ ურთიერთობა, მეზობლები ხშირად ხედავდნენ აზალაძესთან მოსულ მეცხვარიშვილს.
გარდაცვლილის ძმა, ტრისტან მეცხვარიშვილი თავის ჩვენებაში ჰყვებოდა: “ვიცნობდი აზალაძეს და ვიცოდი, რომ მას მანიაკური თვისებები ჰქონდა. მართალია, მარჯვენა ხელზე თითები არა აქვს, მაგრამ ამ ხელს ის ძალიან კარგად ხმარობს. ჩემი თვალით მინახავს, სწორედ იმ დაზიანებული ხელით დანას
როგორ ხმარობდა. ციხიდან პირველი ვასიკო გამოვიდა, აზალაძე იქ დარჩა, მაგრამ დაახლოებით 6-8 თვის შემდეგ, როცა ისიც გამოვიდა, ჩემს ძმას გორში ჩამოაკითხა. სახლში ვაქეიფეთ და სამი დღე ჩვენთან დარჩა. ამის შემდეგ ისინი თბილისში წამოვიდნენ და ნავთლუღის ბაზარში ვაჭრობდნენ. მათთან ერთად ვაჭრობდა ვიღაც ვახოც, თუმცა, მას შემდეგ, რაც აზალაძემ საკუთარ ძმას ფული მოჰპარა, ვახო და ვასიკო მას ჩამოსცილდნენ. იფიქრეს, ძმას ფულს ჰპარავს და არც ჩვენ დაგვინდობსო”.
მიხეილ აზალაძის მეზობელი ც.შ. წლების მერე იხსენებს თავზარდამცემ ამბავს:
– დილის 8 საათზე მეზობლის კივილი მომესმა, ეზოში კაცია მკვდარიო. როცა სადარბაზოში გამოვედი, სისხლის წვეთები დავინახე, მეორე და მესამე სართულებს­ შორის სისხლის გუბე იდგა. კიბეებიც სისხ­ლიანი იყო, ეტყობა, ათრევდა გვამს და ისე ჩაიტანა. მეზობლებმა ხის ქვეშ დამწვარი ადამიანის გვამი ვნახეთ, რომელსაც თავი და მკლავები არ ჰქონდა.
გვიან გავიგეთ, რომ ეს ადამიანი სერიული მკვლელი ყოფილა და რამდენიმე ქალიც ჰყავდა გაუპატიურებული.
ადრეც მოუკლავს კაცი – ჯერ არაყი­ დაალევინა, მერე თავი მოჰკვეთა. რამდენიმე დღის შემდეგ მისულა პოლიციაში და დანაშაული უღიარებია. უთქვამს, გვამი მომაშორეთ, ქოთს იქაურობაო. ვერაფრით დააჯერა პოლიცია, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა, თითები არ გაქვს, კაცს როგორ მოკლავდიო?! მეზობლებთან თითქოს თავაზიანი იყო. ციხიდან ახალი გამოსული იყო, რომ 8 მარტს მეზობლის ქალებს იის კონები მოგვართვა. ისე, უცებ, უაზროდ კი იცოდა აფეთქება.
მეცხვარიშვილი ხშირად დადიოდა მასთან.­ მიშას უთქვამს ჩვენთვის, ვასიკო შვილივით მიყვარსო…
სამზარეულოში ტაფაზე უმი ხორცის ნაჭრები ეწყო. ეს ჩემი თვალით ვნახე. პოლიციელი გაკვირვებული­ დასცქეროდა და კითხულობდა, ეს რა არისო. დღესაც მახსოვს მისი სახე. ხორცი ექსპერტიზაზე წაიღეს და დადგინდა, რომ ადამიანის ყოფილა. ყველანი შოკირებულები ვიყავით, როცა გავაცნობიერეთ, ვინ გვყოლია მეზობლად. ახლაც შიშის ზარს მცემს ამის გახსენება…
ამონარიდი აზალაძის ჩვენებიდან: “ვასიკომ “იაზვურად” დაიწყო ლაპარაკი. ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ნერვებს მიშლიდა, თავში მირტყამდა და ჩემს ნათეს­ავებს ლანძღავდა. მისმა სიტყვებმა გამაღიზიანა, ვეღარ მოვითმინე და მაშინვე კისერში წავუჭირე ხელი, რა დროსაც ვასიკომ გონება დაკარგა. მაგიდიდან დიდი დანა ავიღე, ყელში გამოვუსვი და შემდეგ თავი და ხელი მოვაჭერი, სისხლი იატაკზე რომ არ დაღვრილიყო, ცელოფანი დავაფინე, გავამზადე ორი ბოთლი სალიარკა და სხეულის ნაწილები ეზოში ჩავიტანე და ურნაში ჩავყარე. შინ ამობრუნებულმა კი გვამი მაგიდის გადასაფარებელში გავახვიე, ბაღთან მივათრიე და ცეცხლი წავუკიდე. დაწვას აღარ დავლოდებივარ, ბინაში შევბრუნდი, სახლი მოვწმინდე და დასაძინებლად დავწექი”.
ორხეველ მანიაკს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
რუსული კანიბალიზმის ნაციონალური თავისებურებანი
კანიბალიზმი არცთუ იშვიათი მოვლენაა თანამედროვე რუსეთში. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ საქმიანობით რუსეთი ჩამორჩება მხოლოდ აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოს, სადაც კაციჭამიობა ლამის ეროვნული კულტურის რანგშია აყვანილი. მაგრამ რუსეთში კანიბალიზმს გამოარჩევს ნაციონალური შტრიხი – რუსების მიდრეკილება ალკოჰოლიზმისაკენ.
2009 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგში, კოსმონავტების პროსპექტის ერთ-ერთ სახლში, სააბაზანოში დაახრჩვეს მე-11 კლასის მოსწავლე. შემდეგ დაანაწევრეს და ნაწილი შეჭამეს, ნარჩენები კი პაკეტებში დაანაწილეს და ნაგვის კონტეინერებში გადაყარეს. დაკავების შემდეგ კაციჭამიებმა ნამოქმედარი იმით ახსნეს, რომ მოულოდნელად ძლიერი შიმშილი იგრძნეს. კაციჭამიები მუსიკოსები აღმოჩნდნენ, ხოლო გოგონა – მათი თაყვანისმცემელი.
2006 წლის 29 ივლისს მოსკოვში დააკავეს 29 წლის ალექსანდრ პოიარკოვი. იგი კოსმოდემიანსკაიას ქუჩის¹#20-ში სასტიკად გაუსწორდა რეჟისორ ევგენი ზორინს, რომელმაც საკუთარ ბინაში შეიფარა… ბოროტმოქმედის დაკავებისას ბინაში აღმოჩნდა მოხარშული თავი და მაცივრის საყინულეში – გული…
კაციჭამიობის ფაქტები ხდებოდა სსრ კავშირშიც. ყველაზე პოპულარული საბჭოთა (რუსი) კანიბალი იყო ვინმე სუკლეტინი, რომელიც ყაზანში ცხოვრობდა 1981-1985 წლებში. მან და მისმა საყვარელმა ქალმა არაერთი ქალი და ბავშვი შეჭამეს.
მამამ შვილი მოკლა და მოხარშა
 2015 წლის 7 აპრილს, საბერძნეთში მამამ 4 წლის გოგონა მოკლა. თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა – 3 დღის განმავლობაში ანაწევრებდა და ხარშავდა შვილის სხეულის ნაწილებს.­ ოჯახი ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა, ორთ­ქ­ლის კვალი მინას რომ არ დამჩნეოდა და გამვლელს ეჭვი არ გასჩენოდა, კაცი ფანჯრებზე­ პირსახოცებს აფენდა… მოხარშვითაც იმიტომ მოხარშა, რომ ამ გზით კვალი გაექ­რო­ და შემდეგ ქალაქის სანაგვე ურნებში გაენაწილებინა. პოლიცია დარწმუნებულია, რომ კაცმა ისე საგულდაგულოდ დაფარა კვალი, რომ გოგონას პატ­არა ძვალსაც კი ვერსად იპოვ­იან. ბინაშიც სისხლი ქლორით გაწმინდა, მაგრამ სპეციალური ნივთიერებებით დამუშავების შემდეგ, სამართალდამცავებმა გოგონას სისხლის კვალს მაინც მიაგნეს…
ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი ჰეროინს მოიხმარდა… ახლახან ბავშვის დედას მდიდარი საყვარელი­ გაუჩენია – გერმანელი იუველირი. მკვლელობის დღეს ქალი მასთან ყოფილა გერმანიაში, სადაც მდიდარ საყვარელს ქალისთვის 12 000 ევრო უჩუქებია. ნარკომან ქმარს სწორედ იუველირზე უეჭვიანია, ატყობდა, რომ ნელ-ნელა კარგავდა ცოლს. ამასთან, შიშობდა, რომ მატერიალური დახმარებაც შეუწყდებოდა ქალისგან. ერთი ვერსიით, თითქოს ცოლზე­ ამ გზით იძიIა შური. მეორე ვერსიით, გოგონა, რომელზეც სისტემატურად ძალადობდა, ცემისას შემოაკვდა. მეზობლებს თურმე ხშირად ესმოდათ ბავშვის ტირილი… მამა შვილს ხშირად სჯიდა – ზამთარში ყინულიანი წყლითაც კი დაუბანია.
მკვლელის დაკითხვა 25 საათს გრძელდებოდა – 3 გამომძიებელი გამოიცვალა. უკვე აღარავის ეგონა, თუ კაცი დანაშაულს აღიარებდა. ძალიან ჭკვიანი და აბსოლუტურად ადეკვატური ყოფილა, თუმცა, ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და გადმოხეთქა – გამომძიებელს დეტალურად მოუყვა, როგორ დაჭრა შვილის გვამი, ჩაყარა ქვაბში,­ გაურია ბრინჯი, მაკარონი და სხვა საკვები­ დანამატები, რათა ნაგავში ნაპოვნი ბავშვის­ სხეულის ნაწილები საკვებისგან ვერავის გამოერჩია…
ერთადერთი, რაც არ აღიარა, შვილის მკვლელობა იყო. ეგონა,­ განზრახ მკვლელობისთვის მეტს მიუსჯიდნენ. – საწოლში მკვდარი ვიპოვე და მერე იმიტომ გავაქრე, რომ დედამისის რისხვა არ დამტეხოდა თავსო, – იმართლებდა თავს(?!).
ამ საზარელ საქმეზე არც ერთმა ბერძ­ენმა ადვოკატმა არ ისურვა კაცის დაცვა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და კერკირას ციხეში გაამწესეს.
საბერძნეთი ამ სისასტიკით შეძრულია. წარმოიდგინეთ, ადამიანის უფლებადამცველსაც კი წამოსცდა – დიდი დღე არ ელის ციხეშიო…

წყარო: „კვირის პალიტრა“

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები