პეტრე მამრაძე: საზოგადოება, რომელიც ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად არ მიიჩნევს, სიკვდილისთვის არის განწირული

„მართვის სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მოახლოებულ 17 მაისის აქციას გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ეხმაურება. პეტრე მამრაძე გამოცემასთან ლგბტ წევრების მიერ დაანონსებულ აღლუმზე საუბრობს და საკუთარ მოსაზრებებს მკითხველს გაზეთის ფურცლებიდან უზიარებს. პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ საზოგადოება, რომელიც ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად მიიჩნევს, სიკვდილისთვის არის განწირული. „საზოგადოება, რომელიც ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად, პათოლოგიად ან დიდ ცოდვად არ მიიჩნევს, სიკვდილისთვის არის განწირული. ეს დაადასტურა საკაცობრიო გამოცდილებამ. როდესაც დავით უსუფაშვილი გვიცხადებს, ნატოს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან გაქრესო, მან ისიც უნდა იცოდეს, რომ თუნდაც ნატომ უზრუნველყოს თავისი წევრების უსაფრთხოება, ეს საკმარისი არ არის, რომელიმე ერი გადაგვარებისგან იყოს დაცული.
მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურადაც რომ ვატაროთ გეი-აღლუმები, ევროკავშირსა და ნატოში მაინც არ მიგვიღებენ და ოდესმე თუ მიგვიღეს, რა აზრი აქვს ამ გაერთიანებაში გაწევრიანებას, თუ ქართველი კაცი დაკარგავს თავის უნიკალურ მსოფლმხედველობას და კულტურულ ფასეულობას?!“ – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში პეტრე მამრაძე ექსპეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისდროინდელი ხელისუფლების დროს ზუგდიდში მომხდარ ფაქტს იხსენებს. „ჰომოსექსუალიზმის აღვირახსნილი წახალისება და კულტივირება საქართველოში სააკაშვილის დროს დაიწყო. გაიხსენეთ ინგლისური ენის მასწავლებლის ფლეტჩერის მაგალითი: ამ არსებამ ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში არასრულწლოვნებს დაურიგა ბმულები, სადაც ბავშვები კომპიუტერში ათვალიერებდნენ, თუ როგორ იდებდა მათი პედაგოგი პირში ხელოვნურ ასოს!
როდესაც სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა ეს ამბავი გააპროტესტეს, განათლების მაშინდელმა მინისტრმა შაშკინმა ისინი სკოლიდან გაყარა, ფლეტჩერს კი პირადად ეწვია და ბოდიში მოუხადა ტელეკამერების წინ! მაშინ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ დაცვია პედაგოგებების ფეხქვეშ გათელილი უფლება, მათ ფლეტჩერს დაუჭირეს მხარი. იმიტომ რომ, ჩვენებური ასო-ები ადამიანის უფლებებს იმისდა მიხედვით იცავენ, რამდენად მოეწონებათ ეს მათ უცხოელ დამფინანსებლებს! ეს კი სრული მარაზმია“, – აცხადებს პეტრე მამრაძე გამოცემასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები